ახალი ამბები

ჯაჭვლიანი ბარამიძეს: “ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”

11 დეკემბერი, 2013 •
ჯაჭვლიანი ბარამიძეს: “ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”

სიტყვით გამოსვლისას სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს გაუხსენა სპეცოპერაცია, რომელიც მისი შს მინისტრობის დროს ჩატარდა სვანეთში, აფრასიძეების ოჯახში, ასევე, ისაუბრა 26 მაისის აქციის დაშლაზე და ამჟამინდელ შს მინისტრს მოუწოდა, რომ ხშირად ჩაატაროს ე.წ. რეიდები:


“თქვენ გინდოდათ შეგეძულებინათ სვანეთი საქართველოსთვის. ოპერაცია გაამართლეს ასე: ჩვენ სვანები დავაშინეთ და დავაჩმორეთო. თქვენ თქვენი თავი და თქვენი ოჯახები დააჩმორეთ და არა – სვანეთი. მე მოვუწოდებ შს მინისტრს, ხშირად ჩაატაროს რეიდები, ისევ და ისევ დამნაშავე ნაციონალების დასაცავად. სადმე არ გადაგეყარონ ნამუსახდილი, დაჩმორებული ადამიანები და არ იხმარონ თქვენი სიმბოლო: ცოცხი და დუბინკა. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, აღდგეს სამართლიანობა და გამოიძიონ ყველა დეტალი. მე მინდა გულწრფელად ვუთხრა გიორგი ბარამიძეს: მე ჩემს კუთხეს ძალიან კარგად ვიცნობ, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო.”

ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება დეპუტატებს შორის, ხოლო პარლამენტის სხდომა თავმჯდომარემ შეწყვიტა.


სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა.


“ჩვენ იმიტომ არ ავურჩევივართ ხალხს, რომ ამ ტიპის ინციდენტებით ვიყოთ დაკავებული და მერე მისი გარჩევებით პლენარულ სხდომაზე. დღის განმავლობაში, შესვენების დროს, მე პირადად მექნება კონსულტაცია უმრავლესობასთან, უმცირესობათან იმისთვის, რომ დღეს რაც მოხდა, იმას თავისი სახელი ეწოდოს და როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი გართულებები, მიუხედავად იმისა, რაოდენ მწვავე და მძიმე საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს საქმე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საპარლამენტო უმცირესობის წევრს, აკაკი ბობოხიძეს ნაბიჭვარი უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი