ახალი ამბები

საქართველოს 7 სახელმწიფოში ახალი ელჩები ჰყავს

10 დეკემბერი, 2013 •
საქართველოს 7 სახელმწიფოში ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ ბერიძე დაინიშნა, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი კონსტანტინე ჟღენტი იქნება.

 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ლადო ჭანტურიაა, იაპონიაში საქართველოს წარმომადგენელი ლევან ცინცაძე არის, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის თანამდებობას დავით აფციაური იკავებს.

 

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად იოსებ ჩახვაშვილია.

 

2014 წლის 1 თებერვლიდან იორდანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გრიგოლ ტაბატაძე დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი