დღეს, 18 მაისს, ელიავას ბაზრობაზე შპალიერების მაღაზიას ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა 120 მ2–ის ფართობს. ადგილზე მისულია 10 სახანძრო სამაშველო მანქანა.

ხანძრები ელიავაზ ბაზრობაზე:

  • 2017 წლის 2 ივლისს თბილისში, ავტონაწილების ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
  • 14 აგვისტოს თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, გუდაუთის ქუჩაზე ცეცხლი საღებავების საწყობს მოეკიდა.  ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენიც იყო ჩართული.