ახალი ამბები

გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს, სავარაუდოდ, ესროლეს

17 მაისი, 2018 • 1727
გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს, სავარაუდოდ, ესროლეს

16 მაისს გორში, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს, სავარაუდოდ, იარაღიდან ესროლეს და წარწერა “იწამეთ ღმერთი ჩვენი” დატოვეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ლადო ბიჭაშვილმა განუცხადა.

“გავიგეთ, რომ შენობას ნატყვიარის მსგავსი აღენიშნებოდა. ადგილობრივების თქმით, შენობა სანადირო თოფით დახვრიტეს. შსს-ში გვითხრეს, რომ დაზიანება იარაღით მოხდა თუ არა, ამას ექსპერტიზა დაადგენს,” -აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოამდგენელი.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით – 187-ე და  156-ე მუხლების პირველი ნაწილით – მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ადამიანის დევნას  აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, იარაღით მოხდა თუ არა შენობის დაზიანება, ამას ექსპერტია დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი