ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროსასამართლომ სომხეთს იეჰოვას მოწმეებისთვის 242 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

11 დეკემბერი, 2019 • 1495
ევროსასამართლომ სომხეთს იეჰოვას მოწმეებისთვის 242 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საჯარო გახადა ვერდიქტი საქმეზე: “აღაიანი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ”, რომლის ფარგლებშიც სომხეთის სახელმწიფოს დააკისრა იეჰოვას 22 მოწმისთვის 242 ათასი ევროს გადახდა.

ეს ადამიანები 2012 წელს გაასამართლეს სამხედრო და ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის გავლაზე უარის თქმის გამო.

ევროსასამართლომ საქმე წარმოებაში 2012 წელსვე მიიღო. სასამართლომ დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას დაირღვა მოსარჩელეთა უფლებები [გამოხატვის, ღირსებისა და რელიგიის თავისუფლება] და სომხეთის ხელისუფლებას დააკისრა სამი თვის განმავლობაში თითოეული მოქალაქისთვის კომპენსაციის სახით 10 000 ევროს [თითოეული 2000 ევროს ითხოვდა] გადახდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი