ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანს იეჰოვას მოწმეებისთვის 24 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს

21 თებერვალი, 2020 • 2109
აზერბაიჯანს იეჰოვას მოწმეებისთვის 24 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ნასიროვი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ”, რომელიც აზერბაიჯანში იეჰოვას მოწმეთა საჩივრებს შეეხებოდა, გადაწყვეტილება გამოიტანა და აზერბაიჯანს, კომპენსაციის სახით, მათთვის, 24 ათასზე მეტი ევროს გადახდა დააკისრა.

ევროპულ სასამართლოს აზერბაიჯანის შვიდმა მოქალაქემ მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილობრივმა სასამართლო ინსტანციებმა მათი საჩივრები არ დააკმაყოფილეს.

იეჰოვას მოწმეები 2010 წელს აზერბაიჯანის ქალაქებში რელიგიური იდეების გავრცელების ბრალდებით [აკრძალული რელიგიური ლიტერატურის გავრცელება] დააკავეს და ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს – თითოეულს 200 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანს თითოეული მოქალაქისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 3000 ევროს გადახდა დააკისრა. ასევე, გადაწყვეტილების თანახმად, აზერბაიჯანის სახელმწიფომ მათ უნდა აუნაზღაუროს ყველა სასამართლო ხარჯი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი