ვენეციის კომისიის სხდომას პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი და რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელი ნოდარ ტანგიაშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიის სხდომაზე მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ კანონში ცვლილება არის დემოკრატიისა და კანონის საერთაშორისო სტანდარტებთა დაახლოების მცდელობა, რაც მისასალმებელია.
ვენეციის კომისიიდან ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ჯეიმს ჰამილტონმა თავის გამოსვლაში იმედი გამოთქვა, რომ კანონში ცვლილებები მომავალშიც განხორციელდება და ის პრობლემებიც აღმოიფხვრება, რაზეც კომისია 2009 წლიდან მიუთითებდა.
“ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს გვერდის ავლით შევა, პირველ ჯერზე 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისას მისი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისგების ნაცვლად ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება