ახალი ამბები

მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დაკავებულია

7 დეკემბერი, 2013 •
მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დაკავებულია

საქმე ეხება პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებას 2012 წლის სექტემბერში. გამოძიების ცნობით, მაშინდელი იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილისა და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელების მე-8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემის და წამების ვიდეოკადრები, რის შემდეგაც ამავე საკითხზე მათ დაგეგმეს და განახორციელეს სხვა ვიდეომასალების მომზადება და გავრცელება ისე, რომ თითქოს ეს მასალები მაშინდელი ოპოზიციური ძალის მიერ იყო შეკვეთილი.

 

დავით ჩხატარაშვილი
დავით ჩხატარაშვილი

აღნიშნულ საქმეზე ბრალი ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ ბრალი ჯერ კიდევ გასული წლის 28 დეკემბერს წარუდგინა. თუმცა დავით ჩხატარაშვილი ამ დრომდე არ ყოფილა დაკავებული და ბრალდებული.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ჩხატარაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თანამშრომლობდა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ მრჩეველ გია ხუხაშვილთან და ამის გამო არ ხდებოდა მისი პასუხისგებაში მიცემა.

 

დავით ჩხატარშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მთავარი პროკურორის მოადგილედ 2008 წლიდან მუშაობდა, მანამდე (2005-08წწ) კუდ-ის დირექტორის მოადგილე იყო. შევარდნაძის მთავრობის დროს მუშაობდა უშიშროების სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, საგადასახადო ინსპექციაში.

 

დავით ჩხატარაშვილის მეუღლე კი, გარდა იმისა, რომ ორ კერძო კომპანიას ფლობს, არის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამედიცინო ფსიქოლოგიის პედაგოგი.


მასალების გადაბეჭდვის წესი