ახალი ამბები

ერევანში პუტინის ვიზიტისთვის ძეგლი – “ერთიანი ჯვარი” გაიხსნა

2 დეკემბერი, 2013 •
ერევანში პუტინის ვიზიტისთვის ძეგლი – “ერთიანი ჯვარი” გაიხსნა

ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიაში სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი მონაწილეობდა. ანალოგიური ძეგლი 1997 წელს მოსკოვის ცენტრში დაიდგა.

 

ერევანში დადგმული ძეგლის სიმაღლეა 4,5 მეტრი და ნაცრისფერ-თეთრი გრანიტითაა შესრულებილი. 

 

რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს დღეს, 2 დეკემბერს ეწვევა და რამდენიმე ღონისძიებას დაესწრება გიუმრსა და ერევანში. სომხეთში პუტინი მოინახულებს რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზასაც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა სარქსიანსა და პუტინს შორის, სადაც საუბარი იქნება 3 სექტემბერს მიღწეული შეთანხმების განხილვაზე, რომელიც ეხება სომხეთის გაწევრიანებას ევრაზიის საბაჟო კავშირში.

მასალების გადაბეჭდვის წესი