ერევანში დადგმული ძეგლის სიმაღლეა 4,5 მეტრი და ნაცრისფერ-თეთრი გრანიტითაა შესრულებილი.
რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს დღეს, 2 დეკემბერს ეწვევა და რამდენიმე ღონისძიებას დაესწრება გიუმრსა და ერევანში. სომხეთში პუტინი მოინახულებს რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზასაც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა სარქსიანსა და პუტინს შორის, სადაც საუბარი იქნება 3 სექტემბერს მიღწეული შეთანხმების განხილვაზე, რომელიც ეხება სომხეთის გაწევრიანებას ევრაზიის საბაჟო კავშირში.
