ახალი ამბები

აქცია მკაცრი ნაკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად 12 მაისს, 15 საათზე გაგრძელდება

12 მაისი, 2018 • 2746
აქცია მკაცრი ნაკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად 12 მაისს, 15 საათზე გაგრძელდება

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქცია 12 მაისის დილის 7 საათისთვის თითქმის დაშლილია. მიუხედავად ამისა, ადგილზე მაინც რჩება ათეულობით პოლიციელი.

აქტივისტები ამბობენ, რომ აქცია ამავე ადგილზე დღეს, 15 საათზე განახლდება და ორგანიზებულ ხასიათს მიიღებს.

ახალგაზრდებმა აქციების ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პოლიციამ კლუბ “ბასიანსა” და კაფე “გალერიში” რეიდი მოაწყო და არაერთი პირი დააკავა. ისინი აპროტესტებენ 12 მაისს, შუაღამისას, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, სამართალდამცავთა ქმედებებსა და მკაცრ ნარკოპოლიტიკას.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” ერთდროულად დაიწყეს. კლუბის სტუმრები გარეთ გამოუშვეს და, როგორც შსს ამბობს, ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავეს. თუმცა, სპეცოპერაციის პარალელურად, პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ახალგაზრდების დაკავება დაიწყო. მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეულია. ადგილზე მობილიზებულმა ასობით სამართალდამცავმა “ბასიანთან” შეკრებილები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით დაშალა, რის შემდეგაც მათ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. პოლიციამ მათ აქაც არ მისცა აქციის თავისუფლად ჩატარების საშუალება, რა დროსაც არაერთი პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი ბექა წიქარიშვილი და გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი