ახალი ამბები

ახალგაზრდები, რომლებიც დაპატიმრებას გადაურჩნენ, პოლიციის წინ ცეკვავენ – ვიდეო

12 მაისი, 2018 • 15394
ახალგაზრდები, რომლებიც დაპატიმრებას გადაურჩნენ, პოლიციის წინ ცეკვავენ – ვიდეო

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სადაც აქცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, ახალგაზრდები ცეკვავენ. ისინი აქციაზე მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც პოლიციამ კლუბ “ბასიანსა” და კაფე “გალერიში” რეიდი მოაწყო და არაერთი პირი დააკავა. ისინი აპროტესტებენ 12 მაისს, შუაღამისას, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, სამართალდამცავთა ქმედებებსა და მკაცრ ნარკოპოლიტიკას.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” ერთდროულად დაიწყეს. კლუბის სტუმრები გარეთ გამოუშვეს და, როგორც შსს ამბობს, ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დაკაავეს. თუმცა, სპეცოპერაციის პარალელურად, პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ახალგაზრდების დაკავება დაიწყო. მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეულია. ადგილზე მობილიზებულმა ასობით სამართალდამცავმა “ბასიანთან” შეკრებილები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით დაშალა, რის შემდეგაც მათ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. პოლიციამ მათ აქაც არ მისცა აქციის თავისუფლად ჩატარების საშუალება, რა დროსაც არაერთი პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი ბექა წიქარიშვილი და გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი