პარლამენტმა აღნიშნულ დადგენილებას კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარა და ის 78 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.
აღნიშნული თანამდებობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ირინა იმერლიშვილს ეკავა, თუმცა უშიშროების საბჭოს მდივნად არჩევის შემდეგ მას პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. გიორგი კახიანი სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი შუალედური არჩევნების შედეგად გახდა.