მისივე თქმით, ამის შესახებ დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიისა და ჯანდაცვის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო. ვოლსკის მტკიცებით, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნიკა ყიფშიძე რამდენიმე თვეა, რაც კომიტეტის სხდომებს არ ესწრება და მისივე სიტყვებით, ამ მხრივ რეკორდიც აქვს დამყარებული:
“დღეს იყო ტერიტორიული მთლიანობის კომისიისა და ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა. მოვიკითხეთ კომიტეტის წევრებიც, რადგან იყო კვორუმის პრობლემა. არ შეიძლება, რომ კომიტეტის მუშაობა იყოს დამოკიდებული ერთ ადამიანზე, რადგან ხშირ შემთხვევაში არის კვორუმის პრობლემა. მაშინ, როცა დეპუტატი არის პროფესორი და საკითხში ჩახედული, არ შეიძლება 42 სხდომიდან 38 გაცდენა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში საუბარია ნიკა ყიფშიძეზე. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდაომდ უნდა დარეგულირდეს და ყურადღება მიექცეს.”
ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ის ფრაქციათა შორის ჯგუფმა უნდა განიხილოს.