ახალი ამბები

ვილნიუსის სამიტის პირდაპირ ტრანსლაციას პარლამენტში მხოლოდ უმრავლესობამ უყურა

29 ნოემბერი, 2013 •
ვილნიუსის სამიტის პირდაპირ ტრანსლაციას პარლამენტში მხოლოდ უმრავლესობამ უყურა

ტრანსლაციას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი ტარიელ ლონდარიძე ამბობს, მათ დაგეგმილი ტრანსლაციის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ:

“უმცირესობისთვის ამ ღონისძიების შესახებ არავის არაფერი უთქვამს. არდასწრების სხვა მიზეზი არ არსებოდა. რომ გვცოდნოდა, აუცილებლად დავესწრებოდით. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ 11:00 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართებოდა და სწორედ ამიტომ მოვედი”.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ მომავალ ერთ წელიწადს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და ყოველგვარი ექსცესების გარეშე უნდა მოხდეს ეკონომიკური პროცესების მართვა:


“ამ ხელშეკრულებით საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდება. უსაფრთხოების თვალსაზრისისით, პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ქვეყანა წინ წავიდა. ერთი წელი თუ გავაგრძელებთ გონივრულად და წინდახედულად საქმიანობას ჩვენი ქვეყნის მართვისა და დემოკრატიული განვითარების მხრივ, როგორც ეს აქამდე განვახორციელეთ, კიდევ უფრო სრულუფლებიანი წევრი გავხდებით ევროპული ოჯახის.


ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მოგვიწევს დემოკრატიული ღირებულებებისა და ადმიანის საყოველთაო უფლებების დაცვა, კერძო საკუთრების დაცვა. ეს არის ის თემები, რომელიც საერთო ევროპული და მსოფლიო დემოკრატიული ღირებულებებისაა. ჩვენ ამ მიმართულებით არაფერი უნდა გავაფუჭოთ. მშვიდად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე უნდა მოვახერხოთ ამ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ვმართოთ ეკონომიკური პროცესები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი