ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების თანახმად, “ალკოჰოლიანი სასმელის მიღება ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ, ან საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.”
წლის განმავლობაში იგივე ქმედების მეორედ ჩადენა გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას, ხოლო თუ წლის განმავლობაში ეს ქმედება მესამედ იქნა ჩადენილი, მაშინ პირი 700 ლარით დაჯარიმდება. ხოლო, თუ გამონაკლის შემთხვევაში საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების მიღება ჩაითვლება არასაკმარისად, შესაძლოა გამოყენებული იქნეს 15- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
ამ ქმედების წლის მანძილზე მესამედ ჩადენის შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლის ვადით.