ახალი ამბები

პარლამენტმა საზმაუს საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა

28 ნოემბერი, 2013 •
პარლამენტმა საზმაუს საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა

კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში კიდევ ერთი ცვლილება  შეიტანა. ცვლილებების მიზანი,  სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობის შემჭიდროვებულ ვადებში დაკომპლექტებაა, რათა მაუწყებლის ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება გახდეს შესაძლებელი.   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი უუნაროა:

“ჩვენ განვახორციელეთ ცვლილება დაკომპლექტების ვადებთან დაკავშირებით. წინა კანონის თანახმად, 1 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო პროცედურა ბორდის დაკომპლექტების. ჩვენ ამასთან საწინააღნდეგო არაფერი გვქონდა, რომ არ შექმნილიყო ის ვითარება, რომელიც დღესაა მაუწყებელში. ბორდი არის უუნარო, ის ვერ იკრიბება და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, შესაბამისად ასე ვერ გაგრძელდება დიდხანს. ამიტომ, ვიფიქრეთ რომ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეილება იქნებოდა გადმოგვეწია ახალი შემადგენლობის არჩევის ვადები. არავითარი სხვა ცვლილება კანონში არ განხორციელებულა, წესები და პირობები იგივეა.”

 

მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განცხადებები 2013 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით მიიღება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი