ახალი ამბებიგართობატექნოლოგიები

როგორ არჩევს Facebook-ის ალგორითმი, რა გამოჩნდება მომხმარებლის კედელზე

9 მაისი, 2018 • 15871
როგორ არჩევს Facebook-ის ალგორითმი, რა გამოჩნდება მომხმარებლის კედელზე

სოციალური ქსელ “ფეისბუკის” ალგორითმში ცვლილებამ ვებგვერდის არაერთი მომხმარებლის დაბნეულობა გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილი ამბობდა, რომ ახალი ალგორითმი სოციალური ქსელით მოსარგებლეთა კედელზე მეგოbრების შეზღუდული რაოდენობის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს აჩვენებდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ ვებ-გვერდი ე.წ. “ნიუს ფიდში” მხოლოდ 26 მეგობრის სიახლეების გაცნობის საშუალებას იძლეოდა. აღნიშნული ინფორმაცია Snopes-მა გადაამოწმა და, როგორც გამოცემა წერს, ეს მხოლოდ ჭორია.

2018 წლის იანვარში “ფეისბუკმა” განაცხადა, რომ კომპანიის მიზანი ადამიანების დაახლოება იყო. როგორც ფეისბუკის წარომადგენელი მარკ ჰული ამბობს, სოციალური ქსელის ალგორითმი შეფასების სისტემაზეა აგებული.

კერძოდ, იმის მიხედვით, თუ რა იქნება კონკრეტული ადამიანისთვის უფრო საინტერესო, ის ადგენს, რომელი სიახლეები უნდა გამოჩნდეს მომხმარებლის კედელზე და რა თანმიმდევრობით.

“მოწონება, კომენტარის დაწერა ან გაზიარება იმის ნიშანია, რომ სიახლე მომხმარებლისთვის საინტერესოა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის პოსტები უფრო მაღალ შეფასებას იღებს და კედელზეც მოწინავე პოზიციას იკავებს” – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ამის გარდა, “ფეისბუკი” აკვირდება, რომელ მეგობრებს უფრო ხშირად ესაუბრება მომხმარებელი, ვისი ფოტოები მოსწონს და ვის უტოვებს უფრო ხშირად კომენტარს. ამის მიხედვით კი კედელზე უფრო ხშირად იმ მეგობრების პოსტებს იხილავთ, რომლებთან კომუნიკაციაც უფრო ხშირად გაქვთ.

თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ თქვენს კედელზე იმ მომხმარებლების სიახლეები აისახოს, რომლებსაც იშვიათად ეკონტაქტებით. როგორც ირკვევა, მათი სიახლეები, ფეისბუკის აზრით, ნაკლებად პრიორიტეტულია, რის გამოც ასეთ პოსტებს ვებ-გვერდი შედარებით გვიან გიჩვენებთ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი