ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერად არჩევას ულოცავს

8 მაისი, 2018 • 4108
კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ტვიტერზე ულოცავს.

“გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს თქვენს მომავალ წამოწყებებში. საქართველო მხარს უჭერს და გვერდში უდგას მეგობარ სომხეთს. მჯერა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები და მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე 17 მარტს სერჟ სარგსიანსაც მიულოცა. 

დღეს, 8 მაისს, სომხეთის პარლამენტმა  ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი 59 ხმით 43-ის წინააღმდეგ აირჩია.


სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:

  • ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად,  23 მარტს ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.
  • რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.
  • 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.
  • 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
  • სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
  • 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, მოქალაქეების 10-დღიანი აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
  • პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს სომხეთის ვიცეპრემიერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ასრულებდა.
  • მალევე, ხელისუფლების სრული გადადგომის მოთხოვნით, სომხეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა.
  • 1 მაისს სომხეთის ეროვნულ კრებას პრემიერ მინისტრი უნდა აერჩია. ფაშანიანი ერთადერთი კანდიდატურა იყო, თუმცა, მან  მხოლოდ 45 ხმა მიიღო. განმეორებითი და ბოლო კენჭისყრა 8 მაისს დაიგეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი