ახალი ამბები

კომიტეტის სხდომაზე აუდიტის საქმიაობის შემსწავლელ კომისიაზე იმსჯელეს

26 ნოემბერი, 2013 •
კომიტეტის სხდომაზე აუდიტის საქმიაობის შემსწავლელ კომისიაზე იმსჯელეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“ განიხილეს.

 

„ეს დადგენილება მიიღება და მასში უნდა იყოს 14 წევრი, რომელიც ექპსერტებთან იმუშავებს და განახორციელებს აუდიტის სამსახურის ზედამხედველობას. ასეთი კომისიები ყოველწლიურად იქმნება. დადგენილებას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მივიღებთ და უახლოეს ერთ კვირაში შექიმნება კომისია,” – ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი.

 

მისივე თქმით, კომისიის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ისევ ნოდარ ებანოიძე იქნება, რაც შეეხება წევრებს, მათ ფრაქციები თვითონ წარადგენენ საკუთარი შემადგენლობიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი