ახალი ამბები

“უკრაინა ევროპის ნაწილია” – აქცია უკრაინის საელჩოსთან საქართველოში [VIDEO]

24 ნოემბერი, 2013 • • 2145
“უკრაინა ევროპის ნაწილია” – აქცია უკრაინის საელჩოსთან საქართველოში [VIDEO]

აქციის მონაწილეებმა საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით, სააკაძის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, მანქანებით მსვლელობა მოაწყეს, შემდეგ კი საელჩოსთან შეიკრიბნენ.

აქციაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე, საქართველოში დროებით მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები. მათი განცხადებით, უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, არის ევროპის ნაწილი და აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

დმიტრო ტრეტიაკოვი, უკრაინის ელჩის მეორე მდივანი
დმიტრო ტრეტიაკოვი, უკრაინის ელჩის მეორე მდივანი

საელჩოს მხრიდან აქციის მონაწილეებს ელჩის მეორე მდივანი დმიტრიო ტრეტიაკოვი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უარი არ უთქვამს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

აქციის დასასრულს მონაწილეებმა საკუთარი სურვილები თეთრ ფურცელზე დაწერეს, რომელსაც უკრაინაში გაგზავნიან და იქ მიმდინარე აქციის მონაწილეებს გადასცემენ. საპროტესტო აქციები უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქშიც იმართება. 

აქცია უკრაინის საელჩოსთან
აქცია უკრაინის საელჩოსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი