ახალი ამბები

2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 34%-ით გაიზარდა

4 მაისი, 2018 •
2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 34%-ით გაიზარდა

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისინფორმაციით, 2018 წლის 4 თვის მონაცემებით, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, საქართველოს აეროპორტებმა გადაიყვანეს 1 208 430 მგზავრი, რაც 34 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს- 903 878.

მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის ოთხი თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 020 104 მგზავრს მოემსახურა, რაც 35 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (754 783 მგზავრი).      

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის ოთხ თვეში მგზავრთა ნაკადი 14%-ით გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 104 082 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 118 433 მგზავრი შეადგინა.

მგზავრთა ნაკადი რეკორდულად იზრდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ ოთხ თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 68 261 მგზავრმა ისარგებლა. რაც 59 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (42 983 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით 2018 წლის პირველ ოთხ თვეში 1 632-მა მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 91 რეისი შესრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი