ახალი ამბები

ლეონარდო დიკაპრიომ ვეფხვების გადასარჩენად 3 მილიონი დოლარი გაიღო

23 ნოემბერი, 2013 • • 1016
ლეონარდო დიკაპრიომ ვეფხვების გადასარჩენად 3 მილიონი დოლარი გაიღო

მსახიობმა თანხა საკუთარი საქველმოქმედო ფონდიდან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს (WWF) გადაურიცხა. 

 

3 მილიონი დოლარი  ნეპალში ვეფხვების რაოდენობის გაზრდას მოხმარდება 2022 წლისთვის. 

 

გავრცელებულ განცხადებაში მსახიობი იმედს გამოთქვამს, რომ თანხა ფონდს დაეხმარება მიზნის გადაჭარბებით შესრულებაში. დაგეგმილია, რომ ნეპალში 2022 წლისთვის ვეფხვების პოპულაცია გაორმაგდეს. 

 

ნეპალის ვეფხვები კლასიფიცირებულია როგორც საფრხის წინაშე მყოფი, ჰაბიტატის განადგურებისა და უკანონო ნადირობის ზრდის გამო. 

 

ლეონარდო დიკაპრიოს მიერ გაღებულ თანხას უკანონო ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის და იმ ადგილების დასაცავად გამოიყენებენ, სადაც ვეფხვები ბინადრობენ. 

 

მსახიობის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის მიზანია დედამიწის დაცვა ველურ ადგილებში. ფონდის მიზანს ასევე წარმოადგენს ადამიანებსა და ბუნებას შორის ჰარმონიული ურთიერთობის ხელშეწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი