“მიხეილ ღურწკაია არის გამოცდილი პროფესიონალი, ის ჩართულია ორ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტში რომელიც ხორციელდება, ერთ–ერთი არის პატიმართა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით და მეორე არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ჩამოყალიბება. ის ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, თუ გარკვეული საკადრო გადაადგილება მოხდება მინისტრი ამის შესახებ აუცილებლად გააკეთებს განცხადებას”, – აცხადებს თალაკვაძე. მისი თქმით, სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტულტაციები არ გამართულა:
“მე ასეთ კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია და რამდენადაც ვიცი მსგავსი კონსულტაციები არც ყოფილა. ამჟამად სამინისტროში რამდენიმე ვაკანტური ადგილია, მათ შორის ადმინისტრაციის უფროსის პოზიცია, არ გამოვრიცხავ, რომ გარკივეული საკადრო გადაადგილება მოხდეს, თუმცა როდესაც იქნება გადაწყვეტილება ამაზე მინისტრი აუცილებლად გააკეთებს კომენტარს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.