ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე – ძალიან მინდა “ქართუ ბანკის” ყიდვა გამოვიდეს

3 მაისი, 2018 •
ირაკლი რუხაძე – ძალიან მინდა “ქართუ ბანკის” ყიდვა გამოვიდეს

“ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ “ქართუ ბანკის” შეძენა სურს და ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“ძალიან მინდა “ქართუ ბანკის” ყიდვა გამოვიდეს, თუმცა ჯერ კიდევ გარკვეული სამუშაოა  გასაკეთებელი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. შეიძლება ორი თვეა დარჩენილი, შეიძლება ორი წელი. ამიტომ ამის თქმა ძალიან რთულია,” – აცხადებს ირაკლი რუხაძე.

ირაკლი რუხაძე  შპს ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. მან BMG-ს დაუდასტურა, რომ ტელეკომპნია “იმედის” შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი