ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის სამთავრობო პროგრამას და გუნდს პარლამენტმა ნდობა 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ გამოუცხადა, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს:
” მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას გამოცხადებული ნდობისთვის, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის. მე ვპირდები მოსახლეობას, რომ გავაგრძელებ იმ გზით სვლას, რა გზითაც დადიოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. გავაგრძელებ მის მიერ დაწყებულ საქმეს და ვპირდები მოსახლეობას, რომ პირნათლად ვემსახურები ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას. “








