ახალი ამბები

გიორგი გაჩეჩილაძე ამ ეტაპზე უმრავლესობას არ ტოვებს

20 ნოემბერი, 2013 •
გიორგი გაჩეჩილაძე ამ ეტაპზე უმრავლესობას არ ტოვებს

მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა პარლამენტში გიორგი გაჩეჩილაძემ მაშინ განაცხადა,რომ ნორმალური პოლიტიკური ორგანიზაცია ასეთ დროს გუნდს დატოვებდა, მაგრამ თვითონ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო, რაც ივნიშვილისთვის ღალატის შეუძლებლობით ახსნა.

 

 

დღეს, 20 ნოემბერს  პარლამეტნი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს და ბიძინა ივანიშვილი დაკავებულ თანამდებობაზე აღარ იქნება, თუმცა გიორგი გაჩეჩილაძე ჯერ-ჯერობით საპარლამენტო უმრავლესობას არ ტოვებს და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადება დეკემბრის თვეში გაკეთდება:

 

„განცხადება ამასთან დაკავშირებით გაკეთდება დეკემბერში. ჯერ გაკეთდება განცხადება კოალიციაში დარჩენა, არ დარჩენასთან დაკავშირებით, შემდეგ იქნება განცხადება „მწვანეთა პარტიის“ მომავალ გეგმებთან დაკავშირებით,“- განაცხადა გაჩეჩილაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი