საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ სამთავრობო პროგრამა კარგად არის გაწერილი და განვითარება სახეზეა:
“სოციალურ სფეროში, განათლების სფეროში ფინანსების და ძალების კონცენტრაცია სახეზეა, ეს ჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას.”
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე კი აცხადებს, რომ საქმე სევდიან სიტუაციასთან გვაქვს:
“სევდიანი სიტუაციაა, როდესაც, ერთის მხრივ, ამ ქვეყნის მოქალაქეს, გინდა წარმატება უსურვო შენს ახალ მთავრობას, რომელმაც წინ უნდა წაიყვანოს შენი ქვეყანა. მეორეს მხრივ, რომ იაზრებ რეალურ სიტუაციას ხვდები, რომ შენი წარმატების სურვილი დიდს ვერაფერს ვერ შეცვლის და რეალურად ხედავ, რომ არაკომპეტენციის და ძალიან დიდი დაბნეულობების ეპოქა დგება. მე მინდა წარმატება ვუსურვო მთავრობას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება ამ წარმატებაში.”
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მუშაობას 17:00 საათზე განაახლებს.
