ახალი ამბები

ობამამ მარგველაშვილის ინაუგურაციაში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა

16 ნოემბერი, 2013 • • 1135
ობამამ მარგველაშვილის ინაუგურაციაში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა

განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

 

დელეგაციას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი უხელმძღვანელებს.

 

საპრეზიდენტო დელეგაციის წევრები ასევე არიან: აშშ–ის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ–ადმინისტრატორი პეიჯ ალექსანდერი  და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში თომას მელია.

 

გიორგი მარგველაშვილი ინაუგურაცია, ხვალ 17 ნოემბერს გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი