ახალი ამბები

ოცნების ლიდერების შეხვედრას დაპირისპირებული დეპუტატები არ დაესწრებიან

26 აპრილი, 2018 • 1255
ოცნების ლიდერების შეხვედრას დაპირისპირებული დეპუტატები არ დაესწრებიან

ქართული ოცნების მთავარ ოფისში უკვე იკრიბებიან პარტიის ლიდერები. ცნობილია, რომ დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრებიან დაპირისპირებული დეპუტატები: გედევან ფოფხაძე, ნუკრი ქანთარია, დავით ჭიჭინაძე.

მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით მხოლოდ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი თქმით, დღეს პარტიის წინაშე მდგარ გამოწვევებზე იმსჯელებენ, რაც სამომავლოდ მმართველი გუნდის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

კითხვას, რატომ არ მოიწვიეს და რატომ არ ესწრებიან დღევანდელ შეხვედრას დაპირისპირებული დეპუტატები (ქანთარია, ჭიჭინაძე, ფოფხაძე), არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს.

თალაკვაძის თქმით, ეს არ არის ქართული ოცნების გაფართოებული შეხვედრა: “უმრავლესობის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.”

მმართველი პარტიის ლიდერების შეხვედრას სავარაუდოდ დაესწრება მთავრობის მეთაური, გიორგი კვირიკაშვილიც.

კითხვას, დაესწრება თუ არა დღევანდელ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილი, თალაკვაძე არ პასუხობს. არჩილ თალაკვაძის თქმით, დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი