ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა ნოდარ ხადურს ხვდება

12 ნოემბერი, 2013 • • 1036
საპარლამენტო უმრავლესობა ნოდარ ხადურს ხვდება

დღევანდელი შეხვედრის თემა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტია. როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, ბიუჯეტის პროექტში ყველა ის პრიორიტეტია აღნიშნული, რომელზეც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საუბრობდა:

 

“პროცედურულად აუცულებელია, რომ პარლამენტს დაბრუნებოდა ბიუჯეტის პროექტი. ჩვენ, ცხადია, ვმუშაობთ და ძალიან სერიოზულად იმაზე, რომ გავითვალისწინოთ პარლამენტის შენიშვნები. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მომავალ კვირაში საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის. გავაგრძელებთ მუშაობას და დეკემბრის დასაწყისში შემოვიტანთ უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, როგორც ითვალისწინებს ამას კანონმდებლობა. რასაკვირველია, შენიშვნების ნაწილიც იქნება გათვალისწინებული. დანარჩენზე დეკემბერში ვისაუბროთ. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ბიუჯეტის იმ ვარიანტს, რომელიც იყო. უმრავლესობის წევრებიც დამეთანხმებიან, რომ ბიუჯეტი ითვალისწინებს ყველა იმ პრიორიტეტის დაფინანსებას, რომელზეც წინასაარჩევნოდ იყო საუბარი. ეს არის ჯანდაცვა, სოციალური საკითხები. ეს არის განათლება და სოფლის მეურნეობა,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

“საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტი“ საპარლამენტო კომიტეტებში უკვე განიხილეს და შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნეს. ახალი ბიუჯეტი პარლამენტში 5 ნოემბერს შემოვიდა.

საპარლამენტო უმრავლესობის და ნოდარ ხადურის შეხვედრა
საპარლამენტო უმრავლესობის და ნოდარ ხადურის შეხვედრა

მასალების გადაბეჭდვის წესი