ახალი ამბები

მარიამ საჯაიამ სამთვიანი შვებულება ითხოვა

12 ნოემბერი, 2013 •
მარიამ საჯაიამ სამთვიანი შვებულება ითხოვა

მარიამ საჯაიას მოთხოვნას ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა თანხმობა მისცეს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატი საპარლამენტო მუშაობაში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა:

,,პარლამენტში უნდა დავადგინოთ შესაბამისი წესრიგი, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ხელი არ შეეშალოს, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც დეპუტატები თითქოს ოჯახური პრობლემების გამო სხდომებს არ ესწრებიან, თუმცა ეს სიმართლეს არ შეეფერება. რაც შეეხება მარიამ საჯაიას, ის იმყოფება საზღვარგარეთ და მისი მოთხოვნა შვებულების შესახებ მიღებულია, მაგრამ დეპუტატის მოვალეობაა სხდომებს ყოველგვარი გაცდენების გარეშე დაესწროს”.

მარიამ საჯაია  აშშ-ში იმყოფება, სადაც სწავლას აგრძელებს, თუმცა საქართველოს ბიუჯეტიდან დეპუტატისთვის გათვალისწინებულ სარგოს ისევ იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი