ახალი ამბები

შსს–მ ბიომარიხუანის გამოსავლენი ტესტები შეიძინა

6 ნოემბერი, 2013 • • 1310
შსს–მ ბიომარიხუანის გამოსავლენი ტესტები შეიძინა

მინისტრმა სამმართველო აშშ-ის საელჩოს უფროს მრჩეველთან პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერთან და სამმართველოს უფროს ნუგზარ სუჯაშვილთან ერთად დაათვალიერა.

“ამერიკის შეერთებულ შტატებში დამზადებულ იქნა სწრაფი GVH-ის ე.წ. ბიომარიხუანის სწრაფი ტესტები, ასევე, დასინთეზებული იქნა ქრომატომატომასპექტრომეტრებისთვის ნარკოტიკული სტანდარტები,  საშუალებას გვაძლევს ზუსტად დავადგინოთ სისხლში, თმაში,  სხვა ბიოლოგიურ მასალაში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობა. ასევე, ახალი ნარკოტიკული ნივთიერების, როგორიც არის ბიომარიხუანა, ე.წ. „სპაისები“  სინთეზური კანაბინოიდები. აგრეთვე მადლობა მინდა ვუხრა ამერიკის „აინელ“ პროგრამის ხელმძღვანელს, ბატონ აარონ ფიშმანს და მაიკლ ტერნერს, რომლებმაც გადმოგვცეს საექსპერტო  ქიმიური განყოფილებისთვის სითხური ქრომატომატომასპექტრომეტრი, რომელიც ძალიან დიდი სიზუსტით, მემილიარდედის ათზე უფრო მცირე შემცველობას ადგენს სისხლში, თმაში და სხვა ბიოლოგიურ მასალაში“, – განაცხადა ნუგზარ სუჯაშვილმა.

სპაის გოლდიშსს–ს ინფორმაციით, შეძენილია ავტომატიზებული ფოტოპანორამული აპარატები, რომლის მეშვეობით შემთხვევის ადგილზე პანორამული გადაღება ავტომატურად ხდება. ე. წ. ბიომარიხუანის გამოსავლენად შეძენილია სწრაფი ტესტები და სტანდარტული ნიმუშები ნარკოტიკის რაოდენობის განსაზღვრისათვის. ცენტრალური ექსპერტიზის სამმართველოსთვის შეძენილია ბოლო თაობის აპარატურა (გაზური და სითხური ქრომატომასპექტრომეტრები), რომელიც ნარკოტიკულ, ასაფეთქებელ, მომწამლავ და სხვა ნივთიერებებს იკვლევს. ერთი ასეთი აპარატი სამმართველოს აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურომ (INL) საჩუქრად გადასცა.

მათივე ინფორმაციით, რებრენდინგის შემდეგ სამმართველოს გადაეცა ახალი „შკოდას“ და „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის 13 ავტომანქანა; ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის ახალი დიზაინის ფორმები, ჩანთები და მუშაობისთვის საჭირო სპეციალური ხელსაწყოები, 90 ახალი კომპიუტერი, ფოტო და ვიდეოაპარატურა. ფონოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზისთვის შეძენილია სპეცკომპიუტერები და ახალი პროგრამები.

 

შეიქმნა კომპიუტერული ექსპერტიზის განყოფილება, რომელიც ციფრულ დანაშაულს გამოავლენს. დაინერგა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა (პიროვნების სახით ამოცნობა). ასევე შეძენილია ახალი დაქტილოსკოპიური სკანერები, რომლითაც შესაძლებელია არა მარტო თითის, არამედ მთლიანად ხელის ანაბეჭდის აღება.

„ბოლო ოთხი წლის მანძილზე კრიმინალისტურმა ლაბორატორიამ არნახულ პროგრესს მიაღწია. უახლოეს მომავალში მოხდება მისი საერთაშორისო სერტიფიცირება. ამ ყველაფრის მიღწევა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ქართული მხარის დამსახურებაცაა. მოხდა ლაბორატორიის განახლება და პროცედურების დახვეწა ქართული მხარის ინიციატივით და ამერიკის მცირედი დახმარებით. მე მეამაყება მათი მიღწევების და ვფიქრობ, რომ მალე ეს ლაბორატორია საერთაშორისო აღიარებას მიაღწევს.  

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანაშაულის გასხნის მაჩვენებლებმა დიდად იმატა. ჩვენ ახლა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვხსნით დანაშაულს, რაც კრიმინალისტების მიერ მოპოვებული ნივთმტკიცებებით მყარდება. აქ წარმოდგენილი აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, უფრო ჩაუღრმავდე დეტალებს და მიკროსკოპულად დააკვირდე წარმოდგენილ ნივთმტკიცებებს, რაზეც 10-15 წლის წინ ხელი არ მიგვიწვდებოდა. მაგალითისთვის მოვიყვან თმის ღერის გამოკვლევას, რამაც შესაძლოა დამნაშავის „დნმ“-მდე მიგვიყვანოს. ეს კი გვაძლევს საშუალებას, დავადგინოთ დამნაშავე ერთი ღერი თმის საფუძველზე, რაც მიკროსკოპულ ნივთმტკიცებას წარმოადგენს”, – განაცხადა მაიკლ ტერნერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი