ახალი ამბები

მდუმარე აქცია პრეზერვატივების ქართული ბრენდის წინააღმდეგ

19 აპრილი, 2018 • 17575
მდუმარე აქცია პრეზერვატივების ქართული ბრენდის წინააღმდეგ

სასულიერო სემინარიის სტუდენტებმა 19 აპრილს თბილისში პრეზერვატივების ქართული ბრენდის, “აიისას” წინააღმდეგ მდუმარე აქცია გაიმართეს.

პრეზერვატივების ქართული ბრენდის წინააღმდეგ გამართული მდუმარე აქციის მონაწილეები; თბილისი, საქართველო. 19 აპრილი, 2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

პარლამენტის წის შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ აქციის ორგანიზატორები სასულიერო სემინარიაა და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

“მდუმარე აქცია იმიტომ ავირჩიეთ, რომ გვინდა, ქრისტიანული საზოგადოების სახე ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ეს აქცია არის მშვიდობიანი. გვსურს მივმართოთ მთავრობას, რომ გამოიყენოს ევროპული კონვენციის მეათე მუხლი, რაც გულისხმობს, რომ ადამიანს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდება მაშინ, თუ ის ეწინააღმდეგება მორალს. თუ ეს არ იქნება საკმარისი, მთავრობას ვთხოვთ, რომ მიიღოს კანონი, რომელიც ეროვნული ღირებულებების შეურაწყოფას დააბალანსებს და დაიცავს საზოგადოებას შეურაწყოფისგან” – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, სასულიერო სემინარიის სტუდენტმა ივანე ჭიღლაძემ.

პრეზერვატივების ქართული ბრენდის წინააღმდეგ გამართული მდუმარე აქციის მონაწილე; თბილისი, საქართველო. 19 აპრილი, 2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

პრეზერვატივების ქართული ბრენდის წინააღმდეგ გამართული მდუმარე აქციის მონაწილეები; თბილისი, საქართველო. 19 აპრილი, 2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მანვე განმარტა, რომ მათი პროტესტის მიზეზი “აიისას” მიერ პრეზერვატივების შეფუთვაა და აღნიშნა, რომ ამ კომპანიის საქმიანობა მორალს ეწინააღმდეგება.

“ვაპროტესტებთ კომპანია “აიისას” წარმოებულ ეგრეთ წოდებულ პრეზერვატივის შეფუთვაზე წმინდანების, წმინდა დღესასწაულების, ზოგადად, ქრისტიანული, ეროვნული სომბოლოების დატანას”, – განაცხადა ივანე ჭიღლაძემ.

აქციას შეუერთდნენ “ქართული მარშის” წევრები, მათ შორის ამ მოძრაობის ლიდერები,  სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი.

პრეზერვატივების ქართული ბრენდის წინააღმდეგ გამართული მდუმარე აქციის მონაწილე; თბილისი, საქართველო. 19 აპრილი, 2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

თუმცა ორგანიზატორებმა მათ უთხრეს, რომ აქცია სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული, რაზეც კორკოტაშვილმა უპასუხა, რომ მაშინ ისინი წავიდოდნენ. ცოტა ხნის შემდეგ “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა მართლაც დატოვეს ტერიტორია.

პრეზერვატივების ქართული ბრენდის წინააღმდეგ გამართული აქცია მალევე დატოვეს სანდრო ბერგაძემ და გია კორკოტაშვილმა. თბილისი, საქართველო. 19 აპრილი, 2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი