ახალი ამბებიფოტო

აამუშავე აგარა! – საპროტესტო მსვლელობა აგარიდან თბილისისკენ [ფოტო]

18 აპრილი, 2018 •
აამუშავე აგარა! – საპროტესტო მსვლელობა აგარიდან თბილისისკენ [ფოტო]

აამუშავე აგარა! – ამ ლოზუნგით “აგარის შაქრის” თანამშრომლები თბილისისკენ მსვლელობას განაგრძობენ. მცირე შესვენება მათ ქარელთან ჰქონდათ. ქარელიდან აქციის მონაწილეთა ნაწილი უკან, აგარისკენ დაიძრა, სადაც საწარმოს წინ კვლავ გაგრძელდება 24 -საათიანი პროტესტი.

“ხალხი შიმშილით დაიხოცება” – რა ხდება აგარაში?

მსვლელობა ცენტრალური მაგისტრალის გავლით მიმდინარეობს და მისი მთავარი წერტილი თბილისში მდებარე საქართველოს მთავრობის კანცელარიაა. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ აგარის მაცხოვრებლების პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯები გადადგას. პროფკავშირის განცხადებით, მსვლელობის ბოლო წერტილი საქართველოს მთავრობის კანცელარია იქნება.

გთავაზობთ გაერთიანებული პროფკავშირების მიერ გადაღებულ ფოტოებს საპროტესტო მსვლელობიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი