ახალი ამბები

დარახველიძე: ლტოლვილთა რეგისტრაციისას ახალი ტენდენცია გამოიკვეთა

4 ნოემბერი, 2013 • • 1663
დარახველიძე: ლტოლვილთა რეგისტრაციისას ახალი ტენდენცია გამოიკვეთა

რეგისტრაცია 2013 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო. 4 ნოემბრის მონაცემებით, რეგისტრაცია დასრულდა ყველა მუნიციპალიტეტში, ხონის, სამტრედიის და თბილისის გარდა.

 

დავით დარახველიძე
დავით დარახველიძე

“სადაც დასრულდა ეს პროცესი, რეგისტრაცია სიასთან შედარებით არ გაიარა 30 000–მა დევნილმა. განსხვავება კიდევ გაიზრდება. რაც ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, რომ მონაცემები ზუსტი არ იყო. ბევრი ფიზიკურად არ არის საქართველოში, ბევრი ადამიანი შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს.”

 

დარახველიძის ინფორამციით, ლტოლვილთა რეგისტრაციისას ახალი ტენდენცია გამოიკვეთა: “არიან ადამიანები, რომელთაც ყველა საბუთი წესრიგში აქვთ, მაგრამ ვერ პასუხობენ ელემენტარულ ინტერვიუს, სად ცხოვრობდნენ სოხუმში, ვინ იყო მათი მეზობელი, თანაკლასელი? ამ გამოკითხვის შემდეგ ბევრი მათგანი აღიარებს, რომ მას სხვადასხვა გზებით, ვიღაცამ მოუგვარა ეს საკითხი და ჰქონდა დევნილის მოწმობა.” 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მომზადებულია ამნისტიის კანონპროეტი, რომელიც მალე გავა პარლამენტში: “თვითონ დევნილები არ დაისჯებიან იმის გამო, რომ იღებდნენ იმ თანხას, რომელიც არ ეკუთვნოდათ.ეს მათ ეპატეიბათ. დაისჯებიან ის პირები, რომლებმაც ყალბი საბუთები გასცეს. ამის შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ ლტოლვილთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება. ” 

მასალების გადაბეჭდვის წესი