ახალი ამბები

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

18 აპრილი, 2018 •
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბარბარა ბუში აშშ-ის პირველი ლედი 1988-93 წლებში იყო, როდესაც ქვეყანას მისი ქმარი, რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშ უფროსი მართავდა.

ბარბარა ბუში მეორე ქალია ამერიკის ისტორიაში, ვისი ქმარიც და შვილიც აშშ-ის პრეზიდენტები გახდნენ, პირველი, აბიგეილ ადამსი იყო. CNN -წერს, რომ ბარბარა ბუში, ქმრის მსგავსად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, ჩართული იყო როგორც ქმრის, ისე მისი შვილის, ჯორჯ ბუშ უმცროსის წინასაარჩევნო კამპანიაში. იგი მისი ქმრის გვერდით იდგა მაშინ, როდესაც ის გაეროში ელჩის, რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელის, ჩინეთში ელჩის, CIA-ის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა და როცა რეიგანის პრეზიდენტობისას ორჯერ ეკავა ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა. 1988 წელს ჯორჯ ბუშ უფროსი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა და 1993 წლამდე მართავდა ქვეყანას, ხოლო 1993 წლის არჩევნებში ბილ კლინტონთან დამარცხდა.

ბარბარა ბუში ქალთა უფლებების დაცვით გამოირჩეოდა და ამას არც საჯარო სივრცეში ერიდებოდა, როდესაც მისი შეხედულებები რესპუბლიკური პარტიის შეხედულებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, მაგალითად, აბორტთან დაკავშირებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი