“ირაკლი ღარიბაშვილს გამოცდილება აქვს საბანკო სექტორში მუშაობის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას გააჩნია გარკვეული კომპეტენცია ან გამოცდილება, როგორ უნდა წარმათოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული საკითხია. რაც შეეხება იმას, რომ ის იყო წარმატებული მინისტრი, მე რაც მახსენედება ბატონი ღარიბაშვილის მინისტრობიდან, არის ნეპოტიზმი. მან დაასაქმა საკუთარი ნათესაობა და გავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი ნათესავებით. მეორე მახსენდება ქუჩაში მოწყობილი რეიდები, როდესაც უაპელაციოდ ჩხრეკდნენ საქართველოს მოქალაქეებს, რამაც საკმაო გაღიზიანება გამოიწვია ჩვენს მოსახლეობაში და შემდეგ მან მოიბოდიშა კიდეც ამის გამო. მახსენდება ძირითათად ნეგატიური რაღაცები, მაინცდამაინც წარმატებული რეფორმა არ მახსოვს, მან ჩაიბარა საკმაოდ აწყობილი სტრუქტურა”– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ნოემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მომავალ პრემეირად მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას კი პარლამენტი 17 ნოემბრის შემდეგ დაამტკიცებს.



![უმრავლესობიდან გასულმა ორმა დეპუტატმა გახარიას კაბინეტს მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2019/09/Screen-Shot-2019-09-08-at-18.10.59.png)




