“ბუნებრივია, არავითარი პრობლემები და წინაპირობები პარლამენტში არ იქნება. არც ერთი ჩვენგანისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ეს გადაწყყვეტილება და მე ვფიქრობ, რომ ერთიანი კონსესუსი არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომ ერთ–ერთი ყვეკლაზე წარმატებული მინისტრი იყო ირაკლი. მან მოახერხა ის, რაც 2012 წლის შემოდგომაზე შეუძლებელი ჩანდა, რომ ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი მოვიდოდა, რომელიც, ერთი მხრივ, უწყებას გააკონტროლებდა და მეორე, თავის ფუნქციის შესრულებას ისე მოახერხებდა, რომ მოსახლეობაზე აღარ ეძალადა. ეს გააკეთა ირაკლიმ და ჩემი აზრით, პირველ რიგში მადლობას იმსახურებს, როგორც მინისტრი”– განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ნოემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მომავალ პრემეირად მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. მომავალ პრემიერ–მინისტრს პარლამენტი ოფიციალურად წარადგენს და იგი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.