ახალი ამბებიფოტო

მხედრის ბილიკი, ველობილიკი და სხვა – პარლამენტს საგზაო ნიშნების დამატებას სთხოვენ

17 აპრილი, 2018 • 7376
მხედრის ბილიკი, ველობილიკი და სხვა – პარლამენტს საგზაო ნიშნების დამატებას სთხოვენ

საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში დასაზუსტებელი და შესაცვლელია ზოგიერთი ტერმინი. გარდა ამისა, ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ დასამატებელია რამდენიმე საგზაო ნიშანი.

“მივესალმებით ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების კუთხით გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, მაგრამ ამ სფეროში საკანონმდებლო, საგანმანათლებლო და სამართლებრივი კუთხით დაგროვებული პრობლემები არ იძლევა აუცილებელი და საჭირო რეფორმების გატარების შესაძლებლობას.

ჩვენი ერთწლიანი მუშაობა შინაგან, განათლების და მეცნიერების სამინისტროებთან და მათ სტრუქტურებთან ამ სფეროში აუცილებელი რეფორმის გატარების, მათი წინამორბედების მიერ 2005 წლიდან დაშვებული შეცდომების გამოსწორების კუთხით შევიდა ჩიხში,” – ნათქვამია წერილში, რომელიც ასოციაციამ საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვა უკვე დაავალა.

საგზაო ნიშნები, რომელთა დამატებას/განახლებასაც ითხოვენ

ტერმინები, რომელთა დაზუსტებასაც ითხოვენ – საკანონმდებლო წინადადება

მასალების გადაბეჭდვის წესი