პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა საზოგადოებას თავად ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ სწორედ აღნიშნული თანამდებობა უკავია.
წარდგენისას ივანიშვილმა ღარიბაშვილს “გულწრფელი” და “ნაღდი” კაცი უწოდა.
ახალი პრემიერ–მინისტრის კანდიდატის დასახელებამდე ბიძინა ივანიშვილმა 11:00 საათზე კონსულტაციები გამართა პოლიტსაბჭოსთან, სადაც კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების წარმომადგენლები შედიან, ხოლო მოგვიანებით, უმრავლესობის წარმომადგენელებს შეხვდა “ქართული ოცნების” ოფისში, რის შემდეგაც ახალი პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა საჯაროდ დაასახელა.
ირაკლი ღარიბაშვილი 31 წლისაა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
საქართველოს მოქმედი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩაბმის დღიდან აცხადებდა, რომ მისი პოლიტიკური აქტივობა მოკლევადიანი იქნებოდა. 2013 წლის ივნისში კი ესტონეთის მედიის ერთ–ერთ წარმომადგენელს, postimees.ee–ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც პრემიერმა დააზუსტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებდა.
ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი ოფიციალურად წარადგენს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს, რომელიც პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს. აღნიშნული პროცედურა გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ჩატარდება.



![უმრავლესობიდან გასულმა ორმა დეპუტატმა გახარიას კაბინეტს მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2019/09/Screen-Shot-2019-09-08-at-18.10.59.png)




