ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის დეკლარირებული ქონება

2 ნოემბერი, 2013 • • 1271
პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის დეკლარირებული ქონება

უძრავი ქონება:


ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში 3 ბინას ფლობს.  პირველის ბინის ფართობი 121 კვ.მ., მეორე ბინის ფართობი – 170 კვ.მ, ხოლო მესამე ბინის ფართობი– 159 კვ.მ. –ია. 

 

გარდა ბინებისა, ირაკლი ღარიბაშვილი ორ არასაცხოვრებელ ფართსაც ფლობს, პირველის ფართობია 38 კვ.მ, ხოლო მეორეს ფართობი- 11 კვ.მ.   

 

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი  ასევე ფლობს 16 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხს. 

 

ფასიანი ქაღალდები და მოძრავი ქონება::


დეკლარაციის მიხედვით არც ირაკლი ღარიბაშვილი და არც მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, თუმცა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი თავად ფლობს ორ მსუბუქ ავტომობილს: Mercedes Benz, 2009 და  Toyota Corolla, 2007–ს. 


საბანკო ანგარიშები:


დეკლარაციის მიხედვით ირაკლი ღარიბაშვილს “ბანკი ქართუს” ოთხ სხვადასხვა ანგარიშზე შემდეგი თანხები ერიცხება: 1 ევრო, 4.72 აშშ დოლარი, 21.72 ლარი და 2838 ლარი, თუმცა დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ნაღდი ფულის სახით ფლობდა 20 000 ლარს. 

 

შემოსავლები:


შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქველმოქმედო ფონდი ქართუს გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე შემოსავლის სახით 75 000 ლარი მიიღო, ხოლო შპს “ქართული ოცნების” დირექტორის თანამდებობაზე შემოსავლის სახით ასევე – 75 000 ლარი. 

 

“ბანკი ქართუს” სამეთავალყურეო საბჭოს წევრობისთვის და  სან-მარინოს საპატიო  კონსულის პირადი წარმომადგენლობისთვის მას გასამრჯელო არ აუღია. 

 

დეკლარაციაში მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავალია აღნიშნული. 

 

შეგახსნებეთ, ზემოთ მოყვანილი მონაცემები ამოღებულია თავად მინისტრის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან და ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად მინისტრმა გაასაჯაროვა.


საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი