ახალი ამბები

ბერიკაშვილი: მეეჭვება, რომ პარლამენტში შევიდე

1 ნოემბერი, 2013 • • 1003
ბერიკაშვილი: მეეჭვება, რომ პარლამენტში შევიდე

მას შემდეგ, რაც ირინა იმერლიშვილი უშიშიროების საბჭოს მდივნად დაინიშნება, მას პარლამენტის დატოვება მოუწევს, ხოლო მის ნაცვლად პარლამენტში “ქართული ოცნების” პარტიული სიის მიხედვით მანანა ბერიკაშვილი უნდა შევიდეს, რომელიც ახლა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს. 

 

ბერიკაშვილის განცხადებით, მან დღეს შეიტყო ამის შესახებ და ჯერ არ უფიქრია, შევა თუ არა პარლამენტში, თუმცა ეეჭვება, რომ დათანხმდეს. 

 

“ეს დღეს შევიტყვე და არ მიფიქრია ამაზე,”- განაცხადა ბერიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი