ახალი ამბები

პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას კენჭს ინაუგურაციის შემდეგ უყრიან

1 ნოემბერი, 2013 •
პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას კენჭს ინაუგურაციის შემდეგ უყრიან

დავით საგანელიძის თქმით, უმრავლესობამ გადაწყვიტა არ იჩქაროს და საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვა ინაგურაციის შემდეგ მოხდეს:


“ჩვენ გადავწყვიტეთ არ ვიჩქაროთ. ალბათ, სწორი იქნება, 17-ში, როცა იქნება ინაუგურაცია, ამის შემდეგ მოვუბრუნდეთ ამ თემას და მე ვფიქრობ, ნოემბრის მეორე ნახევარში, ალბათ, დეკემბრის დასაწყისში მივუბრუნდეთ ამ თემას. იყო ერთი ვარიანტი, რომ პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებული საკითხი განგვეხილა და ისევ ვენეციის კომისიის დასკვნასთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ მეორე თემა (საკონსტიტუციო ცვლილებების კვორუმი) მერე განგვეხილა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ორივე საკითხი ერთად დავაყენოთ ინაუგურაციის შემდეგ. საკონსტიტუციო ცვლილებების ნაჩქარევად განხილვას სჯობს უფრო დეტალურად გავიაროთ და ინაუგურაციის შემდეგ გავიტანოთ სხდომაზე.”

 

ინაგურაციის შემდეგ ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმათა 2/3-ის ნაცვლად, 3/4 დასჭირდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი