აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს, რადგან ეს ქალაქის განვითარების ერთადერთი გარანტიაა:

 

“დეპუტატებმა არ უნდა მიიღონ გადატანის გადაწყვეტილება. პარლამენტი არის იმის გარანტი, რომ შეიქმნება სამუშაო ადგიელბი, ახალგაზრდები არ გადავლენ თბილისში. ეს გარანტიაა, რომ ქუთაისი და რეგიონი განვითარდნენ თანაბრად და არ გახდეს დედაქალაქი თავკომბალა,” -ამბობს ქეთი ბერძენიშვილი, აქციის თანაორგანიზატორი.

 

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად პარლამენტიდან საპარლამენტო უმცირესობა გამოვიდა. როგორც დავით ბაქრაძემ მათთან საუბრისას აღნიშნა, თუ ქუთაისიდან პარლამენტი გადავა, ქალაქი განვითარებას შეწყვეტს:

 

“თუ ქუთაისიდან გაისად გადავიდა პარლამენტი, თუ ქუთაისში დასრულდა პოლიტიკური ცენტრის შექმნის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, გაისად ქუთაისს გვერდს აუვლის ცენტრალური ავტომაგისტრალიც და ის დარჩება იზოლირებული, მოწყვეტილი ქალაქი, რომელსაც არ ექნება განვითარების პერსპექტივა. ქუთაისს არ ეკუთვნის ასეთი მომავალი.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *