ახალი ამბები

იმერლიშვილი: უშიშროების საბჭოს მდივანი ვიქნები

1 ნოემბერი, 2013 •
იმერლიშვილი: უშიშროების საბჭოს მდივანი ვიქნები

ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ჩაიბარებს:

 

“ეს არის ექსკლუზიური უფლება პრეზიდენტის, დანიშნოს უშიშროების საბჭოს მდივანი. შემოთავაზება ნამდვილად იყო, ამას ვადასტურებ, თანხმობაც მიღებულია. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დადებს ფიცს, შემდეგ უკვე დაინიშნება ახალი უშიშროების საბჭოს მდივანი და ეს ვიქნები მე. ეს იქნება თვისობრივად სხვანაირი უშიშროების საბჭო, რაც გვქონდა აქამდე, ვინაიდან ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები შევა ძალაში. მისაღებია კანონი “უშიშროების საბჭოს შესახებ“ და პირველი ამ ცვლილებებზე მუშაობა იქნება. შემდეგ გავაგრძელებთ ახლებურად უშიშროების საბჭოს ფორმირებასაც და მუშაობასაც. ჯერ მისაღებია კანონი, სადაც საუბარია, რომ უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომელიც თავდაცვისუნარიანობასა და ჯარის აღმშენებლობაზე ზრუნავს“.

ირინა იმერლიშვილი
ირინა იმერლიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი