დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 15 ოქტომბერს დააკავეს. კეზერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით აქვს წაყენებილი – საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენის მუხლით აქვს წაყენებული. იგი ასევე ბრალდებულია “თბილსერვის ჯგუფის საქმეზეც გიგი უგულავასთან ერთად. ერთი ეპიზოდი ეხება თბილსერვის ჯგუფში 700–ზე მეტი მოქალაქის დასაქმებას, ხოლო მეორე ეპიზოდი ეხება ტელეკომპანია “იმედის” უკანონოდ მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.
შსს-ს ცნობით, ამჟამად საფრანგეთის პროკურატურის მიერ დავით კეზერაშვილის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები. ქართული მხარე მის საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვს.