ახალი ამბები

ფოფხაძე საჯაიაზე: პარლამენტში რომ მოხვდები, სწავლა დამთავრებული უნდა გქონდეს

31 ოქტომბერი, 2013 •
ფოფხაძე საჯაიაზე: პარლამენტში რომ მოხვდები, სწავლა დამთავრებული უნდა გქონდეს

კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უმცირესობის დეპუტატის,  მარიამ საჯაიას გაცდენების შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა:


„კომიტეტის იმ წევრების  მიმართ, რომლებიც სხდომას უკვე მერამდენედ არ ესწრებიან, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არასაპატიოდ ჩავუთვალეთ გაცდენა. იმ წევრების მიმართ, რომლებიც მუდმივად აცდენენ სხდოემებს, რეგლამენტით გათვალისწინებულის სხვადასხვა სანქციები, ფულადი ჯარიმები,“-აღნიშნა ბესელიამ.

 

 

გედევან ფოფხაძის თმით, გაცდენები პარლამენტის მუშაობას გარკვეულ პრობლემებს უქმნის და თუ ამ მხრივ რაიმე საკანონმდებლო ხარვეზი არსებობს, ის უნდ აღმოიფხვრას:

 

„სისტემატური გაცდენები კომიტეტის მუშაობას და საერთოდ პარლამენტის მუშაობას გარკვეულ პრობლემებს უქმნის. ჩემი წინადადება იქნებოდა, რომ მიგვემართა საპროცედურო კომიტეტისათვის და თუ რამე საკანონმდებლო ხარვეზია, გამოვასწოროთ, იმიტომ, რომ ჯერ ერთი -ადამიანი რომ ხვდება პარლამენტში, მას სწავლა დამთავრებული უნდა ჰქონდეს, ამის პარალელურ რეჟიმში სწავლა არ არის გამართლება იმისა, რომ ეს ადამიანი სხდომებზე აღარ დადის,“ -აღნიშნა ფოფხაძემ.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია აშშ-ში იმყოფება, სადაც სწავლას აგრძელებს, თუმცა საქართველოს ბიუჯეტიდან დეპუტატისთვის გათვალისწინებულ სარგოს ისევ ღებულობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი