ახალი ამბები

ნუგზარ წიკლაური: ღრმად მწამს, რომ ბაჩო ახალაია დაიბრუნებს თავისუფლებას

31 ოქტომბერი, 2013 •
ნუგზარ წიკლაური: ღრმად მწამს, რომ ბაჩო ახალაია დაიბრუნებს თავისუფლებას

ნუგზარ წიკლაურის მოსაზრებით, გამამართლებელმა განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან გვაქვს. წიკლაური ასევე იმედოვნებს, რომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოტანილი განაჩენიც გაუქმდება:

“ქართულმა სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი ბაჩანა ახალაიას მიმართ, რითაც ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული. მე მინდა მადლობა გამოვხატო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიმართ, ვინაიდან ის იყო სამაგალითო პოლიტიკური ზეწოლის ფონზე მიღებული და იმ ფონზე, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ აკეთებდნენ განცხადებებს ამ საქმესთან დაკავშირებით. ერთადერთი საქმე, რომელშიც ახალაია გამტყუნდ, გახლავთ ციხის ბუნტის საქმე, სადაც სამარცხვინო მოსამართლე ჩხიკვაძემ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მე ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილებაც, საბოლოო ჯამში, იქნება გაუქმებული და ბაჩო ახალაია დაიბრუნებს თავისუფლებას და დაუბრუნდება იმ საქმიანობას, რომლითაც მან თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას. ეს არის ქართული ჯარის აღმშენებლობა, თავდაცვის სამინისტროში მისი მოღვაწეობა და დაუღალავი ბრძოლა კრიმინალური სამყაროს მიმართ,” – აღნიშმნა წიკლაურმა.


ნუგზარ წიკლაური და სერგო რატიანი
ნუგზარ წიკლაური და სერგო რატიანი

სერგო რატიანის თქმით, საინტერესოა, რამდენ ხანს დატოვებენ პატიმრობაში ვანო მერაბიშვილს:


“მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად ზეწოლებისა, სასამართლომ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ადამიანი, რომელსაც 12 თვის განმავლობაში ვერცერთი ბრალდება დაუმტკიცდა, რჩებოდა პატიმრობაში. ამ ფონზე საინტერესოა, თუ რამდენ ხანს დატოვებენ პატიმრობაში პარტიის გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს”.

დღეს, 31 ოქტომბერს შვიდი სპეცრაზმელების წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი