ახალი ამბები

არასამთავრობოების ნაწილი თვითმმართველობის კოდექსზე ევროსაბჭოს ექსპერტიზას მოითხოვს

31 ოქტომბერი, 2013 • • 1062
არასამთავრობოების ნაწილი თვითმმართველობის კოდექსზე ევროსაბჭოს ექსპერტიზას მოითხოვს

“საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი” და “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” აუცილებლად მიიჩნევენ, რომ კოდექსის პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებამდე საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტი ექსპერტიზისათვის გადაგზავნილ იქნას ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებში:

 

“დაველოდოთ ევროპის საბჭოს დასკვნას და ჯეროვნად გავითვალისწინოთ შესაბამისი რეკომენდაციები. კანონპროექტის მიღებამდე, ასევე, აუცილებელ პირობად მიგვაჩნია მისი საერთო საჯარო განხილვის საგნად ქცევა, რადგან ევროპული ქარტიის მიხედვით, მოსახლეობას გააჩნია გადამწყვეტი სიტყვა ადგილობრივი დემოკრატის ფორმირების პროცესში”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

 

აღნიშნულ ორგანიზაციებს, მოახლოვებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, დაუსაბუთებლად მიაჩნიათ გუშინ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული – “საქართველოა დედაქალაქ – თბილისის შესახებ” კანონპროექტის დაჩქარებული წესითა და ჯეროვანი ანალიზის გარეშე მიღება:

 

“აღნიშნული კანონი შეფასებული იყო ევროპის საბჭოს მიერ. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელივანია, კანონში ნემისმიერი ძირეული ცვლილების შეტანამდე, შესაბამისი შეფასება და რეკომენდაციები მომზადდეს სწორედ ევროპის საბჭოს მიერ.

 

გამოვთქვავთ იმედს, რომ ჩვენი რეკომენდაციები ჯეროვნად იქნება განხილული და გათვალისწინებული საქართველოს ხელისუფლების მიერ”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი